ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აბრეშუმის გზის უნივერსიტეტების ქსელის მე-10 გენერალურ ასამბლეაზე, სამარყანდში!
13-17 ოქტომბერს (2025), GAU-ს წარმომადგენლები: ანა ჩორგოლაშვილი, თამარ რობაქიძე და სოფო კობრავა მონაწილეობდნენ აბრეშუმის გზის უნივერსიტეტების ქსელის (SUN) მე-10 გენერალურ ასამბლეაში უზბეკეთში.
ღონისძიება აერთიანებდა უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს აბრეშუმის გზის რეგიონიდან.
მონაწილეებმა საერთაშორისო ნეთვორქის ფარგლებში, დაამყარეს კონტაქტები პროფესორებთან და მკვლ᳥ვარებთან თურქეთიდან, საბერძნეთიდან, სამხრეთ კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან.
პროგრამა მოიცავდა აკადემიურ სესიებს, სტუდენტურ სემინარებს, კულტურულ ღონისძიებებსა და სამარყანდის ისტორიულ ტურს.
ჩვენი უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობას და აქტიურ მონაწილეობას ქსელის აქტივობებში.