51Ƶ

Welcome Party 2025 - ACT TO WIN!

ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ტრადიციულად წელსაც, ჩვენი მთავარი სათქმელი მხოლოდ ერთია, ან სულაც ბევრი ... ACT TO WIN!

რადგან ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ჩვენს ქმედებას შეუძლია საუკეთესო მომავლის შექმნა, რომ მხოლოდ ჩვენს ქმედებას შეუძლია მოგვიტანოს გამარჯვება და ამ გადაწყვეტილებით განსაზღვროს ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფელების ცხოვრება....

გვჯერა და გვინდა თქვენც დაიჯეროთ, რომ გამარჯვებისთვის მხოლოდ ქმედება, მოძრაობა და გადაწყვეტილებებია საჭირო. 

ჩვენ კი გეპატიჟებით თქვენს Welcome Party-ზე, რომ კიდევ ერთხელ გითხრათ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში!

უნივერსიტეტში, რომელიც თქვენი განვითარების გზაზე, მთავარი მხარდამჭერი იქნება.

წლევანდელი Welcome Party, თქვენთის გააერთიანებს საუკეთესო გარემოს, საუკეთესო შემსრულებლებსა და მუხტს, რომელიც გიბიძგებთ გამარჯვებისკენ:

  • 25 ოქტომბერი, Doors Open - 7:30 PM
  • Adjara Group Space - კონსტიტუციის ქუჩა 6/52 (Ninoshvili Bazaar)

თქვენ დაგხვდებათ:

  • ჯგუფი ყველა
  • DJ VAKOMEY
  • Adjara Group Bar
  • Food Tracks
  • Game and Gifts 

ფართიზე დაიშვებიან მხოლოდ GAUელები და კი, ყველა კურსის და საფეხურის სტუდენტი, უბრალოდ პირადობა ან GAU-ს სტუდენტური ბარათები არ დაგრჩეთ.

See You Soon 

P.S გათამაშების წესები იხილეთ Event Discussion-ში! 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა